დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილა

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წევრებმა კომიტეტის საორგანიზაციო საკითხები, მიმდინარე საქმიანობა და სამომავლო გეგმები განიხილეს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომიტეტის წერების მხრიდან გამოითქვა სურვილი ჩატარდეს მოსმენა დიასპორულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებული პროექტების შესახებ, ვინაიდან პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა კომიტეტის წევრების ღონისძიებაში ჩართვა.

“მომხსენებელმა, ბექა ოდიშარიამ, მოკლე ანალიზი გაუკეთა კომიტეტის მიერ გაწეულ სამუშაოებს. ისაუბრა ყოველწლიურ დიასპორულ საგრანტო პროგრამებზე, რომლებსაც წარმატებით ახორციელებს საგარეო საქმეთა სამინისტრო კომიტეტის აქტიური მხარდაჭერით.

კომიტეტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა, რომ უმნიშვნელოვანესია აღნიშნული პროექტების წარმატებით განხორციელება მომავალშიც, რადგან მოიცავს უცხოეთში მცხოვრები ასეულობით ჩვენი თანამემამულის დიასპორულ ინიციატივებს.

ბექა ოდიშარიამ ისაუბრა ლევილის მამულის რეაბილიტაციის თემაზეც. აღნიშნა, რომ ვინაიდან საკითხი გადავიდა საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაქვემდებარებაში, მნიშვნელოვანია ცალკე საკომიტეტო მოსმენა დაეთმოს ამ თემას, შესაბამისი უწყების მონაწილეობით.

სხდომაზე ხაზი გაესვა, რომ კვლავ გაგრძელდება პანდემიის პერიოდში დანერგილი პრაქტიკა და გაიმართება ონლაინ შეხვედრები და კონფერენციები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობით.

კომიტეტის წერების მხრიდან გამოითქვა სურვილი ჩატარდეს მოსმენა დიასპორულ საგრანტო პროგრამებში გამარჯვებული პროექტების შესახებ, ვინაიდან პანდემიის გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა კომიტეტის წევრების ღონისძიებაში ჩართვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები