ივანე ჩხაიძე: ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს კორონავირუსის გავრცელებას

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია.

მისივე თქმით, აღნიშნული მონაცემის გათვალისწინებით, კორონავირუსის გავრცელების შეკავება რთულდება.

“ორჯერადად ვაქცინირებული სულ 35%-ია, რაც ძალიან დაბალია. ეს მაჩვენებელი ვერანაირად ვერ შეაკავებს ინფექციის გავრცელებას. პიკი გვაქვს 17 აგვისტოს, 6208 შემთხვევა, ეს არის ის რიცხვი, რომელიც კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში რჩებოდა ყველაზე მაღალ რიცხვად. თუ ნოემბერ-დეკემბერში გადავაჭარბეთ ამ მაჩვენებელს, მაშინ მკაფიოდ გამოჩნდება, რომ ეს არის რეალური მე-5 ტალღა. მეხუთე ტალღის პიკი, 6200-ზე მეტი იქნება განხილული უკვე ახალ ტალღად და გაცილებით მძიმე სიტუაცია იქნება, ვიდრე ახლა გვაქვს ქვეყანაში”, – აცხადებს ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები