გია აბაშიძე: გვარამიას ოფისში დაწერილი ეს “კვლევა” მიანიშნებს, რომ მელია ჩაჩოჩებულია “ნაციონალურ მოძრაობაში, 30 ოქტომბრის შემდეგ კი იწყება ბოროტი სექტის რღვევა

“გლავკანალმა” მორიგი შეთითხნილი “სოციოლოგიური კვლევა” წარმოადგინა. რასაკვირველია, სააკაშვილის ჯიბის ტელეარხების ე.წ. რეიტინგები არასდროს არაფერს ნიშნავს, რადგან 2012 წლიდან რადიკალები ყველა არჩევნებში მწარედ აგებენ”, – ასე ეხმიანება ექსპერტი, გია აბაშიძე ტელეკომპანია „მთავარის“ მიერ IPSOS Global კვლევის შედეგების გამოქვეყნებას.

“გლავკანალმა” მორიგი შეთითხნილი “სოციოლოგიური კვლევა” წარმოადგინა. რასაკვირველია, სააკაშვილის ჯიბის ტელეარხების ე.წ. რეიტინგები არასდროს არაფერს ნიშნავს, რადგან 2012 წლიდან რადიკალები ყველა არჩევნებში მწარედ აგებენ.

არაადეკვატურ ნიკა გვარამიას ოფისში დაწერილი ეს “კვლევა” მიანიშნებს, რომ ნიკანორ მელია ჩაჩოჩებულია “ნაციონალურ მოძრაობაში”. 30 ოქტომბრის შემდეგ კი იწყება ბოროტი სექტის რღვევა.

ვერანაირი ყალბი გამოკითხვებით ნაცოპოზიცია ვერ შეარყევს გამართულ საარჩევნო სისტემასა და ადმინისტრაციას. ცესკო-ს მაღალი კომპეტენცია წლებია, აღიარებულია საერთაშორისო დონეზე”, – წერს აბაშიძე Facebook- ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები