“ქართული ოცნების” შემაჯამებელი შეკრება დასრულდა

თბილისში „ქართული ოცნების” მხარდამჭერთა აქცია დასრულდა.

პარტიის წინასაარჩევნო შემაჯამებელი აქცია, რომელიც თავისუფლების მოედანზე გაიმართა, 17:00 საათზე დაიწყო.

აქციაზე მოქალაქეები რეგიონებიდანაც იმყოფებოდნენ.

თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს სიტყვით მიმართეს „ქართული ოცნების” ლიდერებმა, მათ შორის, პრემიერმინისტრმა – ირაკლი ღარიბაშვილმა, პარტიის თავმჯდომარემ – ირაკლი კობახიძემ და თბილისის მერობის კანდიდატმა – კახა კალაძემ.

პარტიის ლიდერებმა მოქალაქეებს 30 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე მისვლისკენ მოუწოდეს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები