რატი იონათამიშვილი: თაობები და ოჯახები ვიკრიბებით იმისთვის, რომ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მმართველი გუნდის მიერ დღეისთვის დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ადამიანები იკრიბებიან იმისთვის, რომ 30 ოქტომბერს, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვება ბოლომდე იქნას მიყვანილი.
მისივე თქმით, არჩევნების მეორე ტურში მთავარი არჩევანი ფასეულობებსა და ღირებულებებზე კეთდება.
“ამაღლებული დღეა. თაობები და ოჯახები ვიკრიბებით იმისთვის, რომ გამარჯვება მივიყვანოთ ბოლომდე და ხვალიდან გადაიფურცლოს ის მნიშვნელოვანი ფურცელი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომ დავასრულოთ ერთად პოლარიზება, დაპირისპირება, უპასუხისმგებლობა, რასაც ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რომ უხვად იყოს ქართულ რეალობაში. მეორე ტურში მთავარი არჩევანი ფასეულობებზე და ღირებულებებზე კეთდება”, – აცხადებს რატი იონათამიშვილი.