აცრილთა სტატისტიკა საქართველოში – ბოლო 24 საათის მონაცემები
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 4 927-მა ადამიანმა გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 1 955 943 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 698 944 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 639 564, გარდაიცვალა 9 831 პაციენტი.