კახა კალაძე: განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან

თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი სამსახურების მიერ შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, „ქართული ოცნება“ პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან ყველაფრისთვის მზად არის.

მას ასევე საჯარო უწყებებში დასაქმებულ ადამიანებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზეც გააკეთა განმარტება და მსგავს ინფორმაციას „სისულელე“ უწოდა.

„ეს მათი ხელწერაა, ჩვეულებრივი პროცესია უკვე, იმდენად შეგუებულები ვართ ამას, იმდენად ვიცით მათი მოქმედებების არეალი და ზოგადად, რა მიდგომები აქვთ, ყველაფრისთვის მზად ვართ. თუკი ვინმე რამეს გაბედავს, ამას მაშინვე შესაბამისი რეაგირება მოჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ.

ვერ მოიყვანთ ვერცერთ ადამიანს, ვისზეც ზეწოლა განხორციელდა. ეს რომ განხორციელებულიყო, პირველივე ტურში დამთავრდებოდა ყველგან ყველაფერი. ზუსტად ეს არის ჩვენი მიღწევა – ის, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები სამსახურიდან არ იდევნებიან, როგორც ეს წლების განმავლობაში დამკვიდრებული იყო“,- განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები