გიორგი ვოლსკი: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს სტაბილური, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის

პარლამენტის პირველი ვიცესპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იყოს სტაბილური, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის.

როგორც ვოლსკიმ “იმედის” ეთერში საუბრისას აღნიშნა, თუ საჭირო გახდა, სააკაშვილი, ისევე როგორც სხვა ნებისმიერი პატიმარი, შესაბამის სამედიცინო მომსახურებას მიიღებს.

„რატომ უნდა უნდოდეს ვინმეს რომელიმე პატიმართან და, მით უფრო, სააკაშვილთან დაკავშირებული რამე გაუგებრობა შეიქმნას?! ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მისი ჯანმრთელობა იყოს სტაბილური, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის. სხვა ნებისმიერი პატიმარიც, ისევე, როგორც სააკაშვილი, თუ ამის აუცილებლობა გახდა, სხვა სამედიცინო მომსახურებასაც მიიღებს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები