ნათია სამუშია: გვარამიამ დადო ეს ფოტო, როგორც ესტონურ სკოლებში უფასო კვების მაგალითი და მიაწერა, რომ 1 ევრო ჯდება, არადა, “ვიკიპედიის” თანახმად, ეს ფინური სკოლის კვებაა და 2.80 ევრო ჯდება

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების პრორექტორი, ნათია სამუშია ტელეკომპანია ,,მთავარი“-ს დირექტორის, ნიკა გვარამიას facebook პოსტს ეხმიანება, სადაც ის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ ინიციატივას განიხილავს. გვარამიას ესტონეთის საჯარო სკოლების უფასო კვების მაგალითი მოჰყავს, თან ავრცელებს ფოტოს და აკომენტარებს, რომ რაციონიც იპოვა, თუმცა, ფოტოს მოძიება გაუჭირდა.
სამუშიას განცხადებით, ფოტო ესტონეთის კი არა, ფინური სკოლის მაგალითია და 1 ევროს ნაცვლად 2.80 ევრო ჯდება.
,,ნიკა გვარამიამ დადო ეს ფოტო, როგორც ესტონურ სკოლებში უფასო კვების მაგალითი და მიაწერა, რომ ჯდება 1 ევრო. ამასთან, კომენტარში აღნიშნა, რომ ეს ფოტო ვერაფრით იპოვა. არადა, პირველივე “დაგუგვლაზე” იძებნება “ვიკიპედიაში” ეს ფოტო. ოღონდ, “ვიკიპედიის” თანახმად, ეს ფინური სკოლის (და არა ესტონურის) კვებაა, 2014 წლის მონაცემით დღეში ერთი მოსწავლის ჭამის ხარჯების ნაწილი შეადგენს საშუალოდ 2.80 ევროს (და არა 1 ევროს). ამ თანხაში ყველა ხარჯი არ შედის. შემდეგ გადავამოწმე და 2018 წლის მონაცემებითაც საშუალოდ 2.80 ევროა მითითებული, რაც არ მოიცავს ყველა ხარჯს-https://vos.oph.fi/rap/kust/v18/k05e6os.html – მესამე ცხრილის წყარო არის Finish National Agency for Education”, – წერს ნათია სამუშია სოცქსელში

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები