ოკუპირებულ აფხაზეთში, ქურდობის აღმოფხვრის დროს, კაცმა მეგობარი მოკლა

ოკუპირებული აფხაზეთის გუდაუთის რაიონის ე.წ. პროკურატურამ ასტამურ არძინბას მკვლელობის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

საქმე აღძრულია ორი მუხლით რენატ ფაჩალიას წინააღმდეგ: მკვლელობისთვის, ასევე, წინასწარი შეთქმულების შედეგად ადამიანთა ჯგუფის მიერ იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ტარების, რეალიზაციისა და შენახვის ფაქტებზე.

ე.წ. საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ინციდენტი 20 ოქტომბერს მოხდა, როდესაც 5-მა პირმა, მათ შორის – რენატ ფაჩალიამ, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს მაინინგ მოწყობილობის ქურდებს, თუმცა, რენატ ფაჩალიას მიერ ნასროლი ტყვია მისსავე მეგობარს, ასტამურ არძინბას მოხვდა, რომელიც მიღებული ჭრილობებით გარდაიცვალა.

აღინიშნება, რომ ფაჩალიას უკანონო გზით შეძენილი კალაშნიკოვის ავტომატი და საბრძოლო მასალები ჰქონდა. ასევე, მის თანმხლებ პირებს ამოუღეს ორი კალაშნიკოვის ავტომატი და ორი პისტოლეტი. კრიპტოვალუტის მოწყობილობის მოპარვას ასევე ხუთი ადამიანი ცდილობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები