სუსი: სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სპეცდანიშნულების რაზმის გადაადგილებასთან დაკავშირებით ზოგიერთ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.
როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნული დეზინფორმაციაა.
„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეცდანიშნულების რაზმის არცერთ თანამშრომელს თავისი მუდმივი დისლოკაციის ადგილი არ დაუტოვებია.
მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება, პირდაპირ ემსახურება წინასაარჩევნოდ საზოგადოებაში შიშისა და პანიკის დათესვას, აზიანებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმიჯს და მიზნად ისახავს უწყების მიმართ საზოგადოების ნდობის შემცირებას“, – აღნიშნავენ სუს-ში.