თორნიკე რიჟვაძე: ბათუმში, კორპუსის სადარბაზოს ნგრევისას დაზარალებულთა ფონდში მილიონ ლარამდე შეგროვდა, თანხები ამ ოჯახების საჭიროებებზე დაიხარჯება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორპუსის სადარბაზოს ნგრევისას დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ფონდში მილიონ ლარამდე შეგროვდა.

მისივე განმარტებით, ამ ტრაგედიის შედეგად დაზარალებულების საცხოვრისის პრობლემა სწრაფად მოგვარდება.

„სპეციალურ ფონდში უკვე შეგროვდა მილიონ ლარამდე. აქ ძალიან დიდი ნაწილია ის ტრანსფერი, რომელიც ჩვენ თბილისის მერიიდან, ბატონი კახის გადაწყვეტილებით მივიღეთ. ეს ფული იქნება მიმართული იმ საჭიროებებზე, რომელიც უდგათ ამ ოჯახებს და ასევე საბინაო ფონდში მათთვის უკვე მობილიზებული გვაქვს შესაბამისი რაოდენობის საცხოვრისი“, – აღნიშნა რიჟვაძემ.

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, 13 ნომერი კორპუსის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს, დაახლოებით, 12:00 საათზე ჩამოინგრა. შემთხვევას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის – 3 ბავშვი. ერთადერთი გადარჩენილი კი ამ დრომდე მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები