ნიკა მელია – მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: თქვენ ახლა ეძებთ ინტრიგას, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს

“ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთხმად აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს პოლიტიკური მართლმსაჯულება”, – ასე უპასუხა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც მამუკა ხაზარაძის გუშინდელ განცხადებას შეეხებოდა.

მამუკა ხაზარაძემ გუშინ განაცხადა, რომ იმის ძახილით, „მგელი მოვა“, ქვეყანა წინ ვერ წავა, ეს მგელი დღეს აღარ არსებობს, მისი თავები და ხელმძღვანელები, პრეზიდენტით დაწყებული ყველა, ვინც დანაშაული ჩაიდინა, ციხეშია.

ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები და ხორციელდება პოლიტიკური დევნა.

„თქვენ ახლა ეძებთ ინტრიგას. ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი ერთხმად აღნიშნავს, რომ პოლიტიკური მართლმსაჯულება არსებობს ქვეყანაში, პოლიტიკური პატიმრები ქვეყანას ჰყავს და პოლიტიკური დევნა ხორციელდება ამ ქვეყანაში. მე არ ვიცნობ არცერთ ოპოზიციური პარტიის ლიდერს, ვისაც აქვს განსხვავებული პოზიცია“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები