პრემიერმინისტრი და პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე სამეგრელოში კანდიდატებსა და შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე რეგიონების მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე დღეს სამეგრელოს რეგიონში იმ მუნიციპალიტეტებს ეწვევიან, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

შეხვედრები მერობის კანდიდატებსა და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებთან ხობში, სენაკსა და ფოთში გაიმართება. პრემიერი და პარტიის თავმჯდომარე ამომრჩეველს უკვე შეხვდნენ მარტვილში, ჩხოროწყუში, წალენჯიხასა და ზუგდიდში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები