იოსებ ხახალეიშვილი: კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება

100 საფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაცია რამდენიმე დღეში დაიწყება , – ამის შესახებ  “ქართული ოცნების” ქუთაისის მერობის კანდიდატმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე ვიდეო ჩართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს ქუთაისის მერია 100 საფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას ვერ იწყებს, სიმართლეს არ შეესაბამება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება.

როგორც იოსებ ხახალეიშვილმა თქვა, აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციის შესახებ ხელშეკრულება უკვე ხელმოწერილია და სამუშაოები უმოკლეს ვადაში დაიწყება.

“მინდა ვისარგებლო შემთხვევით და გამოვეხმაურო დღეს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოსდა ქუთაისის მერია ვერ იწყებს 100 საფეხურიანი კიბის და ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას, რაც მინდა გითხრათ და დაგარწმუნოთ, რომ არის მტკნარი სიცრუე და ჩვენი თანა ქალაქების შეცდომაში შეყვანას ემსახურება მიზნად. ხელშეკრულება ხელმოწერილია უკვე და გამარჯვებული კომპანიები სულ მოკლე ხანში, რამდენიმე დღეში დაიწყებენ აღნიშნული ობიექტების რეაბილიტაციას. ასე რომ, მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი დანაპირები ყოველთვის სრულდება.

ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ არა მარტო დროში, არამედ ხარისხიანად დასრულდეს ყველა პროექტი”, – განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, “ფლანგვის დეტექტორმა” დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქუთაისში 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის დაპირება ქუთაისის მერიამ ჯერ კიდევ 2018 წელს გასცა, თუმცა ამ დრომდე რეაბილიტაცია არ მომხდარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები