მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რძის პროდუქტებთან ერთად, ტრაილერით შემოიპარა – „ქრონიკის“ ექსკლუზივი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში, რძის პროდუქტებთან ერთად, ტრაილერით შემოიპარა. 

მათივე ინფორმაციით, სააკაშვილის მიერ ვიდეოში გაჟღერებული ინფორმაცია, როგორც ჩანს, ექსპრეზიდენტს წინასწარ ჰქონდა მომზადებული რამდენიმე სხვა სცენართან ერთად.

„ქრონიკის“ მიერ მოპოვებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის რეჟისურით არის გადაღებული, რამდენიმე რამ იკვეთება. ერთი მხრივ, ის ბოლომდე არ ენდობა თავის მთავარ მასპინძელს, ელგუჯა ცომაიას. მეორე მხრივ, იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილი საქართველოში შემოსვლას ვერ მოახერხებდა, მისი გატაცების სცენარს აამუშავებდა. ალიბისთვის ვიდეო-მასალა სააკაშვილმა თავადვე გადაიღო.

ვიდეო-მასალაში სააკაშვილი საუბრობს თავის გატაცებაზე და აღნიშნავს, რომ არ იცის, რომელი ქვეყნის სპეცსამსახური დგას მისი გატაცების უკან.

სავარაუდოდ ტრაილერში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი უკრაინიდან თბილისამდე სხვადასხვა სცენარს წერს და თავადვე იღებს იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენები ისე არ განვითარდება, როგორც დაგეგმა.

ცნობისთვის, სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ბრალდება სააკაშვილს გუშინ ოფიციალურად წარედგინა, ქვეყანაში არალეგალურად შემოსული მსჯავრდებული და ბრალდებული, ახლა საპატიმროშია და სასამართლო პროცესს ელის. შიმშილობს, ჰოსპიტალიზაციას დათანხმდა, მაგრამ არა – ციხის საავადმყოფოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები