პრემიერმინისტრი და “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ზუგდიდში მერობის კანდიდატთან ერთად შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ

საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე – ირაკლი კობახიძე ზუგდიდში მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატ მამუკა წოწერიას, შტაბის ხელმძღვანელსა და მხარდამჭერებს შეხვდნენ.

შეხვედრას ესწრებოდნენ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი – ირაკლი ჩიქოვანი, უმრავლესობის წევრი – სოზარ სუბარი, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი – ლერი ბარნაბიშვილი და სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში – გიორგი გუგუჩია.

ზუგდიდის გარდა, პრემიერმინისტრი და მმართველი პარტიის თავმჯდომარე დღეს მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს, შტაბების ხელმძღვანელებს და მხარდამჭერებს შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც 30 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

22 ოქტომბერს შეხვედრები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები