სამტრედიაში, თამარ მეფის ქუჩაზე მრავალსართულიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ინიცირებული პროგრამის “განახლებული რეგიონების” ფარგლებში, სამტრედიის მუნიციპალიტეტში, თამარ მეფის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების ინტენსიური რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, განახლდება მრავალსართულიანი სახლების ფასადები, სახურავები და მიმდებარე ტერიტორია, მოეწყობა ტროტუარები.

მიმდინარე სამუშაოები მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ, დავით ბახტაძემ დაათვალიერა და სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ტექნიკური დეტალები განიხილა.

“პროექტი თავისი მასშტაბით უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქალაქისთვის. მიმდინარე სამუშაოები ხარისხიანად სრულდება, ფასადების რეაბილიტაცია ხორციელდება ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით, რაც გააუმჯობესებს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებს და ქალაქის იერსახეს.

სარეაბილიტაციო პროექტის ტერიტორიის მიმდებარედ მდებარეობს ორი შენობა, რომლის თანამესაკუთრეებია ს.ს “სილქნეტი” და შპს “საქართველოს ფოსტა”. მოვიწვიეთ ამ კომპანიების წარმომადგენლები, რომლებთან ერთადაც ვიმსჯელეთ, კომპანიების მიერ მათ საკუთრებაში არსებული შენობებისა და ტერიტორიის იერსახის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე”, – განაცხადა დავით ბახტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები