მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს შეხვდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველ ლენა ოუენსს შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივი მრჩეველი გაეცნო ზოგადად კომიტეტის საქმიანობას, სამომავლო გეგმებს. შეხვედრაზე მხარეები ასევე სამომავლო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმდნენ.

„ჩვენ მივაწოდეთ ინფორმაცია იმ უახლოესი გეგმების შესახებ, რაზედაც კომიტეტი იმუშავებს, მათ შორის, არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც არსებობს საქართველოს სამართლებრივ სისტემაში. გავაცანით ჩვენი ხედვა, თუ რა შეიძლება გაუმჯობესდეს და რა არის ის ძირითადი მიმართულებები, რომლებიც განსაზღვრავენ ჩვენი საქმიანობის პრიორიტეტებს.

ჩვენი პოზიციები ბევრი მიმართულებით დაემთხვა, მათ შორის, თუნდაც ამ გამოწვევების იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით და ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგი საფუძველი ჩაეყრება სამომავლოდ ნაყოფიერ თანამშრომლობას”, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ შეხვედრის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები