ივანე ჩხაიძე: არასახარბიელოა, მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ვართ

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა.

მისივე თქმით, პროგნოზი არაკეთილსაიმედოა.

“საქართველომ წამყვან პოზიციაზე გადაინაცვლა, ძალიან არასახარბიელოა, მაგრამ დღეს ვართ მსოფლიოში მეხუთე ადგილზე ერთ მილიონ მოსახლეზე ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით. ძალიან მაღალი მაჩვენებელია და, სამწუხაროდ, ჯერ რთულია თქმა, კიდევ უფრო გაუარესდება თუ არა მდგომარეობა, მაგრამ ის რივხვები, რომლებიც გვაქვს, მიუთითებს იმაზე, რომ პროგნოზი ამ მხრივ კეთილსაიმედო ნამდვილად არ არის,“ – აცხადებს ივანე ჩხაიძე.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები