საჯარო ბოდიში და 55 555 ლარის კომპენსაცია – იოსებ ხახალეიშვილი “მთავარ არხს” უჩივის

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატი, იოსებ ხახალეიშვილი „მთავარ არხს“ სასამართლოში უჩივის. როგორც თავად საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ღირსების შემლახველი და ცილისმწამებლური ინფორმაციის გავრცელების გამო, ნიკა გვარამიასა და სიუჟეტის ავტორს პასუხისგება მოუწევთ.

„მთავარმა არხმა“ საჯაროდ უარყოს ცილისმწამებლური ინფორმაცია და იმავე მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ მორალური ზიანის ანაზღაურება 55 555 ლარის ოდენობით.

საქმის მოგების შემთხვევაში, თანხა გადაირიცხება საქველმოქმედო ფონდში – „ქუთაისი“, რომლის ძირითადი საქმიანობა მძიმე კატეგორიის დაავადებულების დახმარებაა.

მაქვს ინფორმაცია, რომ, ჩემ მსგავსად, „ქართული ოცნების“ სხვა წევრებიც აპირებენ სამართლებრივ ბრძოლას ამ ტოტალური ტყუილების და შეურაცხყოფების წინააღმდეგ“, – განაცხადა ხახალეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები