თამარ გაბუნია: კარგია, რომ სკოლები ინფექციის მართვას ახერხებენ

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, სკოლები ინფექციის მართვას ახერხებენ.

მისივე თქმით, ინფექციის მართვა იქნება მექანიზმი, რომელიც საკლასო სასწავლო რეჟიმის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

“ბოლო პერიოდში სწავლის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა 150 სკოლა და 400-მდე ინდივიდუალური კლასი. სკოლების საერთო რაოდენობასთან შედარებით, დაბალი პროცენტია, კარგია, რომ სკოლები ახერხებენ აქტიურად ინფექციის შიდა გავრცელების მართვას, ეს იქნება ის მექანიზმი, რაც მოგვცემს საშუალებას, შევინარჩუნოთ სკოლები საკლასო სასწავლო რეჟიმში”, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები