ონში ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელს უმასპინძლეს

ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, სერგო ხიდეშელმა და ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა –  გივი მეტრეველმა ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელს – (გაბაი) შოთა ჩაჩაშვილს უმასპინძლეს. ამის შესახებ ონის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს ინფორმაციას.

მათი ცნობით, ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელი ონის მუნიციპალიტეტში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, რომელმაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო და აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ქართველ ებრაელთა ინიციატივით ონში იგეგმება სხვადასხვა ღონისძიებება, რაც ონის სინაგოგას და ებრაელთა სასაფლაოს ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების განხორციელებას უკავშირდება.

მერიის ინფორმაციით, სერგო ხიდეშელი ქართველ ებრაელთა სალოცავის ხელმძღვანელს დაგეგმილი ღონისძიებების მიმდინარეობის პროცესში საჭირო დახმარებას დაჰპირდა.

შოთა ჩაჩაშვილმა მადლობა გადაუხადა ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თბილი დახვედრისთვის.

როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრის დასასრულ, ონის მაჟორიტარმა დეპუტატმა – გივი მეტრეველმა განაცხადა, რომ ქართველ და ებრაელ ხალხთა მეგობრობამ საუკუნეებს გაუძლო და ასევე გაგრძელდება მომავალშიც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები