თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, ირაკლი შიოშვილი და თელავის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, დავით ბეგიაშვილი სოფელ ყარაჯალას მოსახლეობას შეხვდნენ და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სოფელ ყარაჯალაში 3.2 კმ გზის საფარი სრულად მოწესრიგდება, შედეგად, 9000 ადგილობრივი ბენეფიციარი მოწესრიგებული გზის ინფრასტრუქტურით ისარგებლებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 2 218 030 ლარს შეადგენს.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები