თორნიკე რიჟვაძე: “ნაცმოძრაობასთან”, თანამედროვე ფაშიზმის შემქმნელებთან თანამშრომლობა გამორიცხულია, მით უმეტეს, რაიმე სახის თანამდებობების გადანაწილება

„ქალაქს და ბათუმს არ ექნება პრობლემები არც ბიუჯეტის დამტკიცების ნაწილში და არც სხვა საკითხებთან მიმართებით. გვაქვს ძალიან დიდი რესურსი, როგორც ერთპიროვნული, ასევე, დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობით დავაკომპლექტოთ და, შესაბამისად, მოხდეს როგორც ქალაქის, ასევე მერიის და საკრებულოს შემადგენლობის დამტკიცება”, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  თორნიკე რიჟვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩემთვის გასაკვირია, რა უხარიათ “ნაცებს”, ვისთან აპირებენ დასხდომას. “ნაცმოძრაობასთან”, თანამედროვე ფაშიზმის შემქმნელებთან თანამშრომლობა გამორიცხულია, მით უმეტეს, რაიმე სახის თანამდებობების გადანაწილება. დაელოდეთ, ეს ეიფორია გარკვეული გამარჯვების მუხტის შექმნის არის მოდელირებული ქრონიკების გაგრძელება. ნახავთ რამდენიმე დღეში როგორ მორჩება მერის არჩევნები. უკვე მესამე არჩევნებია, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე, ხალხი გვიცხადებს უპრეცედენტო მხარდაჭერას”, – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები