სოფელ სორგითში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემისა და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამუშაოები აქტიურად გრძელდება. ამის შესახებ “კვირას” ონის მერიიდან აცნობეს.
მათი ცნობით, სოფელ სორგითში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სასმელი წყლის სისტემის და გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

“ონის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი – გივი ბენდიანიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, იმყოფებოდა სოფელ სორგითში და ადგილზე გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
სოფელი სორგითი.
ღირებულება : 15618 ლარი.
დაფინანსების წყარო: სოფლის მხარდაჭერის პროგრამა. 100% სახელმწიფო ბიუჯეტი.
შემსრულებელი : შპს ,,ხვიჩა”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები