ანდრია ჯაღმაიძე: ნებისმიერი თავდასხმა მეუფე შიოზე არის პირდაპირი თავდასხმა პატრიარქზე

“თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს, ეს უფრო მისი პრობლემაა”, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრიამ (ჯაღმაიძე) „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

„ნებისმიერი თავდასხმა მეუფე შიოზე არის პირდაპირი თავდასხმაა პატრიარქზე, საპატრიარქოსა და ეკლესიის დღევანდელ მდგომარეობაზე. მეუფე შიომ იქადაგა სახარების შესახებ და ხალხი შეძრწუნდა ამის გამო. რატომ შეწუხდა ეს ხალხი, რა იყო აქ ნათქვამი ისეთი, რომელიც სცდებოდა სახარება?! ეს ქადაგება იყო კაცთმოყვარეობაზე, იმ წესზე, რომელსაც გულისხმობს ქრისტიანული მოძღვრება შენდობის დროს და აქ იყო საუბარი იმაზე, თუ რას ნიშნავს მტრის სიყვარული და თუკი ღვთის სიტყვა აშინებს ვინმეს, ეს უფრო მისი პრობლემაა“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

გუშინ სამებაში მეუფემ წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა, სადაც თქვა, რომ ხშირად არასწორად განმარტავენ ქრისტიანულ სწავლებას, როდესაც ამბობენ, რომ ყველას ყველაფერი უნდა აპატიო და ყოველთვის ყველას უნდა შეურიგდე. მოგვიანებით კი, ამ ქადაგების კომენტირებისას მთავარი არხის ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ განაცხადა: „გპირდებით, უმალ თქვენი მორალური სიკვდილი დადგება, ვიდრე თქვენ კათოლიკოს-პატრიარქი გახდებით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები