ლატვია მსოფლიოში კოვიდ19–ის გავრცელების ლიდერად დასახელდა, საქართველო სამეულშია

ლატვია მილიონ მოსახლეზე კორონავირუსის შემთხვევების რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზეა.

შესაბამის მონაცემს ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტი ავცრელებს.

როგორც ლატვიის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ერობული ცენტრის ეპიდემიოლოგმა, იური პერევოშჩიკოვმა თქვა, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების შემთხვევები ერთი მილიონ მოსახლეზე 7 დღის განმავლობაში – 7 679,97 შეადგენს.

ნუსხაში მეორე ადგილზეა ბარბადოსი –7 125,28; მესამეზე კი საქართველო – 7 106,18;

1,8-მილიონიან ლატვიაში ყოველდღიურად ინფიცირების 2 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები