თამარ გაბუნია: თბილისში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ჰოსპიტალიზაციის რიცხვები და კლინიკების დატვირთვა ყველაზე ნაკლებია

“ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთული რჩება. კლინიკები დატვირთულია, თუმცა, თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია”, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო ჰოსპიტალიზაციის რიცხვებიც შედარებით ნაკლებია.

„ეპიდემიური სიტუაცია საკმაოდ რთული რჩება. გასული 24 საათის განმავლობაში 2 400-ზე ოდნავ მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. სამწუხაროდ, 40-ზე მეტი გარდაცვალებაა. კლინიკები დატვირთულია. თბილისში დატვირთვა ყველაზე ნაკლებია. რადგან თბილისში ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის გამო შედარებით ნაკლებია ჰოსპიტალიზაციის რიცხვებიც. ასევე, საყურადღებოა ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელი. დღეიდან უკვე დაიწყო ე.წ. ვაქცინაციის მარათონი, რაც ჩვენ საშუალებას მოგვცემს, სოფლებსა და რაიონულ ცენტრებში აქტიურად ჩატარდეს ვაქცინაცია. 50 ლოკაციაა შერჩეული, რომ ვაქცინაციის მარათონი, რომელიც დღეიდან დაიწყო, მომდევნო დღეებში აქტიურად გაგრძელდეს თბილისიდან ჩასულ ბრიგადებთან ერთად. სკოლებში ჯერ ხდება ინფიცირების აქტიური გამოვლენა, იზოლაცია და, საჭიროების შემთხვევაში, წერტილოვანი ღონისძიებები. ანუ შეიძლება, კლასი გადავიდეს დისტანციურ რეჟიმზე. რამდენიმე სკოლა ასევე გადავიდა დისტანციურ რეჟიმზე. თუმცა, სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და ვფიქრობ, აქტიური მართვის შედეგად შესაძლებელი იქნება ამის შენარჩუნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები