კობა კობალაძე: ვეტერანის დღე ქვეყნის ყველა იმ ღირსეული შვილის დღეა, ვინც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა
“ვეტერანის დღე ქვეყნის ყველა იმ ღირსეული შვილის დღეა, ვინც ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სტაბილურობის, ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში ფრონტის წინა ხაზზე იმყოფებოდა და სამსხვერპლოზე ჰქონდა საკუთარი სიცოცხლე”, – ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
მისივე თქმით, დღეს სახელმწიფომ თავის თავზე აიღო ვეტერანებზე ზრუნვა.
„თითოეული ჩვენგანი და არა მხოლოდ ვეტერანი, ამ ქვეყნის თითოეული მოქალაქე დაუცველად გრძნობდა თავს, ელემენტარულად ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. დღეს ვეტერანების მიმართ სახელმწიფომ გამოხატა თავისი თანადგომა და მადლობა მინდა ვუთხრა ვეტერანების სახელით ყველა მუნიციპალიტეტს და მერიას, სახელმწიფოს ყველა სტრუქტურის წარმომადგენელს, რადგან მათი თანამონაწილეობით სახელმწიფო დაზღვევის 15 ათასიანი პაკეტი გაცილებით უფრო ეფექტური ხდება ვეტერანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაში“, – განაცხადა კობა კობალაძემ.