ფინანსთა მინისტრმა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი დონის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მაღალი დონის შეხვედრაში (Constituency Meeting), რომელსაც 15 ქვეყნის (საქართველო, ბულგარეთი, ისრაელი, რუმინეთი, უკრაინა, ბელგია, ლუქსემბურგი, სომხეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ხორვატია, კვიპროსი, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრები, ასევე, ცენტრალური ბანკების მმართველები დაესწრნენ.

შეხვედრაზე მიმოიხილეს გლობალური პანდემიის შედეგები ჯგუფის წევრ ქვეყნებში, ასევე ეკონომიკური აღდგენის შესაძლებლობები.

აღნიშნულ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები