ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი დღესვე ვირტუალურ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს, პოლ ჰილბერსს.

შეხვედრას დაესწრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი – კობა გვენეტაძე.

ლაშა ხუციშვილმა სსფ-ის აღმასრულებელ დირექტორს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის და იმედი გამოთქვა, რომ, ახალი პროგრამის სახით, ფონდთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება თანამშრომლობა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მიმდინარე პერიოდში, ასევე, 2022 წელს ქვეყნის მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის საკითხებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები