გაერო და ვატიკანი ერთმანეთს აკრიტიკებენ

  გაეროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიში არის „იდეოლოგიური“ , რომელიც სექსუალური უმცირესობების ორგანიზაციების გავლენით შეიქმნა, – ასე აკრიტიკებს ვატიკანი გაეროს, თუმცა მანამდე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ რომის კათოლიკური ეკლესია იმ პოლიტიკის გამო გააკრიტიკა, რომელიც სასულიერო პირების მხრიდან ბავშვებზე განხორციელებულ სქესობრივი ხასიათის ძალადობას ეხება.
გაეროში წარგზავნილმა ვატიკანის წარმომადგენელმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტს ფაქტების დამაჯინჯებაში ბრალი დასდო. მისი თქმით, კომიტეტი არ ითვალისწინებს, რომ ეკლესია ბავშვებს იცავს. გაერო თავის ანგარიშში რომის კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკას გმობს. გაეროს ბავშვთა უფლებების კომიტეტი ვატიკანისგან მოითხოვს, რომ ეკლესიის მსახურებას „დაუყოვნებლივ ჩამოაშოროს” პედოფილიაში მხილებული ან ეჭვმიტანილი სასულიერო პირები და ისინი ხელისუფლებას გადასცეს. გაეროს კომიტეტი შეშფოთებულია, რომ ვატიკანს ბავშვების დასაცავად აუცილებელი ზომებისათვის არ მიუმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები