სოფელ სამწევრისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობს

სოფელ სამწევრისში გზის ასფალტირების სამუშაოები მიმდინარეობ, რომელიც მოიცავს როგორც გზის ასფალტობეტონით მოწყობას, ასევე, რკინაბეტონის სარწყავ-სანიაღვრე არხის მოწყობის სამუშაოებს. ამის შესახებ “კვირას” ქარელის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აღნიშნული პროექტი ქარელის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა, თანხით 459 983 ლარი. სულ დაიგება და მოეწყობა 1 კმ-იანი გზის საფარი.

სამუშაოებს შპს ,,ჰედეფ ჯორჯია“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები