საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა

14-16 ოქტომბერს, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი ვიზიტით სლოვენიის რესპუბლიკას ეწვევა, სადაც გაიმართება ორმხრივი შეხვედრები როგორც აღმასრულებელ, ასევე, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2021 წელს სლოვენია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა და ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი ურთიერთობების გარდა, განხილული იქნება საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები.

ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი შეხვედრებს გამართავს სლოვენიის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ბორუტ პაჰორთან, სლოვენიის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტთან, იგორ ზორჩიჩსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ანჟე ლოგართან.

შეხვედრის შემდეგ, საქართველოს და სლოვენიის საგარეო უწყების ხელძღვანელები მედიისთვის ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. ვიზიტის ფარგლებში, ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი – დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს სლოვენიაში, კერძოდ ქ. პორტოროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნის ცერემონიაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველო-სლოვენიის ორმხრივი ურთიერთობის ისტორიაში საპატიო საკონსულო პირველად იხსნება. დავით ზალკალიანი ღონისძიების დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართავს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები