შალვა პაპუაშვილი: ამ ქვეყანაში 15 ოქტომბერიც დადგება და ვნახავთ, რომ, საბოლოოდ, სააკაშვილი იქნება ისევ № 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში

,,ამ ქვეყანაში 15 ოქტომბერიც დაგება და ვნახავთ, რომ, საბოლოოდ, მიხეილ სააკაშვილი იქნება ისევ № 12 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში და ის მიტინგიც დაიშლება, საბოლოოდ, სავარაუდოდ  ხვალ იქნება მოკლე მიტინგი”, – ამის შესახებ რადიო ,,იმედის’’ ეთერში პარტია “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მიხელ სააკაშვილის დაკავება არ არის სახალხო აღშფოთების საგანი, რადგან მის მიმართ არსებობს სასამართლო განაჩენი ორ საქმეზე.

,,ეს რომ ყოფილიყო სახალხო აღტკინების საკითხი, ჩვენ ვიხილავდით მის მომხრეებს პარლამენტის შენობასთან, ვიხილავდით იგივე სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან. ვხედავთ, რომ ერთი და იგივე ადამიანები ტრიალებენ პარლამენტთან იქნება ეს თუ სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან და ვფიქრობ, რომ ეს სწორია და კარგიც არის. პირველ ყოვლისა, ეს არის საკითხი სასჯელის გარდაუვალობის. ის, რომ არსებობს ორი საქმე – გირგვლიანის და ვალერი გელაშვილის ცემის საქმე, მის წინააღმდეგ არის სამი ინსტანციის მიერ უკვე გამოტანილი განაჩენი. მორჩა, მისი გასაჩივრება აღარ ხდება, დასრულებულია ეს საკითხი. გამოტანილია განაჩენები და არ მგონია,  ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს, რომ ეს განაჩენები არის სამართლიანი’’, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა რადიო ,,იმედის’’ ეთერში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები