რატი ბრეგაძე სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის საკითხზე პარლამენტარებს, ჯანდაცვის მინისტრსა და ომბუდსმენს შეხვდება

დღეს, 19:00 საათზე იუსტიციის სამინისტროში იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე გამართავს შეხვედრას პარლამენტის წევრებთან, ჯანდაცვის მინისტრსა და სახალხო დამცველთან.

ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრაზე რატი ბრეგაძე მხარეებს იუსტიციის სამინისტროს ინიციატივას შესთავაზებს – განხორციელდეს მონიტორინგი მსჯავრდებულ/ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი მდგომარეობისა და ჯანმრთელობის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები