ალექსანდრე რაქვიაშვილი: კარგია, თუ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოხდება

„ძალიან კარგია, საბოლოოდ, თუ იქნება მიღებული ზომები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკები არ დადგეს”, – ასე გამოეხმაურა „გირჩის“ წევრი, ალექსანდრე რაქვიაშვილი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნის იდეას.

მისივე თქმით, საზოგადოების ინფორმირებულობის შემთხვევაში, პოლიტიკური პროცესების მშვიდ გარემოში წარიმართება.

„ძალიან კარგია, საბოლოოდ, თუ იქნება მიღებული ზომები, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის განსაკუთრებული რისკები არ დადგეს და საზოგადოების სათანადო ინფორმირება მოხდება. ნაკლები ემოციები იქნება და პოლიტიკური პროცესები უფრო მშვიდ გარემოში წარიმართება“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები