რომან გოცირიძე: საქილიკოდ გახადეს ერთი კოვზი თაფლი, სააკაშვილის შიმშილობა იმ ზღვარზეა, შეიძლება, საფრთხე დაემუქროს მის ჯანმრთელობას

“რომელ მზრუნველობაზეა საუბარი? თუ უნდათ, ჯგუფი შექმნან, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის შიმშილობა იმ ზღვარზეა მისული, როცა სერიოზული საფრთხე შეიძლება, დაემუქროს მის ჯანმრთელობას”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა, პატიმრობიდან სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება იქნას მიღებული.

“თითქმის ორი კვირა მთავრდება და რა დროს ეს ინიციატივაა? მიხვდნენ, რომ უგუნური განცხადება გააკეთეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილმა, საქილიკოდ გახადეს ერთი კოვზი თაფლი. შეშინებულები არიან და უნდათ, მთავრობის განცხადებების სიმძიმე გადაფარონ და შექმნან, ვითომ, პატიმარ სააკაშვილზე მზრუნველობის განწყობა. სახელმწიფო ინსტიტუტები ისედაც ვალდებული არიან, რომ პატიმარზე, მის ჯანმრთელობაზე იზრუნონ. მას არავითარი სპეცკომისია არ სჭირდება, ახლა უკვე არის უკან მიდევნებული ლამპარი, როცა მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანს პირად ექიმთან შეხვედრის უფლებას არ აძლევენ, სამი დღეა საშვი ვერ მიიღო სააკაშვილის პირადმა ექიმმა. რომელ მზრუნველობაზეა საუბარი? თუ უნდათ, ჯგუფი შექმნან, მაგრამ ფაქტია, რომ სააკაშვილის შიმშილობა იმ ზღვარზეა მისული, როცა სერიოზული საფრთხე შეიძლება დაემუქროს მის ჯანმრთელობას. ამიტომ, კომისიის შექმნა კი არ არის საჭირო, არამედ დაუყონებლივ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება მის გათავისუფლებაზე“, – განაცხადა გოცირიძემ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები