დიმიტრი ხუნდაძე: სააკაშვილის ჯანმრთელობისა და უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, სპეციალური ჯგუფი შეიქმნება

„შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, მის უფლებრივ მდგომარეობას”, – ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულ ჯგუფში შევლენ თავად, მიხეილ სარჯველაძე, სახალხო დამცველი და ექიმები.

„შეიქმნება ჯგუფი, რომელიც მუდმივ მონიტორინგს გაუწევს მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ასევე, მის უფლებრივ მდგომარეობას. ამ ჯგუფში ჩაერთვება სახალხო დამცველი და იქნება მულტიფუნქციური ექიმთა წარმომადგენლობაც. ვფიქრობ, რომ ეს იქნება საშუალება იმის, მრავალსაფეხურიანი მექანიზმი შემუშავდეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, ასევე სწორი ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას და სპეკულაცია არ იყოს. დღეს დავიწყებთ მუშაობას და კონკრეტულ დღეს დავგეგმავთ, როდის ვესტუმრებით სასჯელაღსრულების სისტემას, რომ მიხეილ სააკაშვილი მოვინახულოთ და ამ პროცესის შესწავლა დავიწყოთ”, – განაცხადა ხუნდაძემ.

ცნობისთვის, იუსტიციის სამინისტრო ჯანდაცვის მინისტრს მიმართავს, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლისა და ანალიზის მიზნით ექიმების მულტიფუნქციური ჯგუფი გამოიყოს.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები