როგორია ბოლო 24 საათის ვაქცინაციის სტატისტიკა საქართველოში
ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 6 837-მა ადამიანმა გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში 1 889 200 აცრა გაკეთდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 645 195 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 605 581, გარდაიცვალა 9 332 პაციენტი.