დავით კირკიტაძე: მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილი გისოსებს მიღმა იმყოფება და თავისუფლება შეზღუდული აქვს, ბედნიერია იმით, რომ სამშობლოშია
„მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც, ალბათ, უნდა იყოს იმ ადამიანის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობს”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით კირკიტაძემ საპატიმროში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
კირკიტაძის თქმით, სააკაშვილი ბედნიერია იმით, რომ სამშობლოშია.
„მიხეილ სააკაშვილის ფიზიკური მდგომარეობა არის ისეთი, როგორიც, ალბათ, უნდა იყოს იმ ადამიანის, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში შიმშილობს, თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მორალურად ის ძალიან მხნედ არის. მე მას ვხვდებოდი ხოლმე ამ წლების განმავლობაში უნგრეთში, პოლონეთში, უკრაინაში შევხვედრივარ. დღეს მის თვალებში დავინახე და ეს მანაც მითხრა საუბარში, მიუხედავად იმისა, რომ ის გისოსებს მიღმა იმყოფება და თავისუფლება შეზღუდული აქვს, ბედნიერია იმით, რომ თავის სამშობლოშია. მე ეს მის თვალებში დავინახე, მიუხედავად იმისა, რომ შიმშილობს და, ალბათ, არ არის იმ ენერგიაზე, რა ენერგიაც აქვს”, – განაცხადა კირკიტაძემ.