შალვა პაპუაშვილი: დღეს ყველა, ვინც ამბობს – “თავისუფლება მიშას”, დასცინის სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს

“დღეს ყველა, ვინც ამბობს – “თავისუფლება მიშას”, სწორედ ის ხალხი დასცინის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულის მსხვერპლებს”, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილი მოუწოდებს ყველას, მათ შორის, ევროპარლამენტარებს, დაფიქრდნენ, რას საუბრობენ.
„ყველას მოვუწოდებ, ვინც დღეს ამბობს – “თავისუფლება მიშას”, დაფიქრდეს, რას საუბრობენ ისინი. ვფიქრობ, რომ სააკაშვილის საკითხი გახდა კარგი ტესტი იმისთვის, რომ დავადგინოთ ერთი – ვინ არის საქართველოს მეგობარი და ვინ არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები