სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია

სალომე ზურაბიშვილმა ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოში მოიწვია. ამის შესახებ მან ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალურ პრეზიდენტ ალექსანდერ ვან დენ ბელენთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რადგან 2022 წელს ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობებიდან 30 წელი სრულდება, ეს თარიღი მნიშვნელოვანია და მინდა, მოგიწვიოთ საქართველოში, გაჩვენოთ კულტურული ღონისძიებები, ასევე, ამ დროს შეგვიძლია, ჩავატაროთ ავსტრიის კულტურის დღეები. ასევე, თქვენც გაეცნოთ საქართველოს კულტურას და გადავწყვიტოთ, რა შეიძლება, ვაჩვენოთ ავსტრიელ მსმენელსა და მაყურებელს. ეს იქნება კიდევ ერთი საშუალება, რომ საქართველოსა და ავსტრიას შორის ურთიერთობები გავაღრმაოთ და გავაძლიეროთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი ავსტრიაში 11 ოქტომბერს დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები