პარლამენტის წევრები პრაღაში საერთაშორისო კონფერენციას დაესწრნენ

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში 25-ე საიუბილეო კონფერენცია – „ფორუმი 2000″ გაიმართა, რომელიც დემოკრატიის განვითარების საკითხებს და პანდემიის შედეგად არსებულ გამოწვევებს მიეძღვნა.

პარლამენტის ინფორმაციით, კონფერენციას პარლამენტის წევრები – ირაკლი მეზურნიშვილი და ლევან მგალობლიშვილი დაესწრნენ, რომლებიც, ღონისძიების ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის სენატის პრეზიდენტ მილოშ ვისტრჩილს შეხვდნენ.
„შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართულ-ჩეხურ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. ვაფასებთ, რომ ჩეხეთი არის ერთ-ერთი მთავარი ინვესტორი საქართველოში და ასევე განვიხილავთ მომავალ შესაძლებლობებს, რომლებიც კიდევ უფრო წარმატებულს გახდის ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობებს”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები