თამარ გაბუნია: პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზა, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ, ჩაიტარონ “ბუსტერ” დოზა
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზა, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ, “ბუსტერ” დოზა ჩაიტარონ.
“ცვლილებები ვაქცინაციაზე არის ის, რომ ბუსტერ დოზა დაიშვება 6 თვის შემდეგ 50 წლის ზემოთ პირებში, ასევე, იმ პირებში, ვისაც რაიმე ქრონიკული დაავადება აქვთ.
პირებს, რომლებსაც ჩატარებული აქვთ ნებისმიერი ვაქცინის 2 დოზა, მეორე აცრის ჩატარებიდან 6 თვეში შეუძლიათ, ჩაიტარონ ბუსტერ დოზა. ეს ტარდება როგორც “ფაიზერის”, ასევე, “სონავაკის” და “სინოფარმის” ვაქცინით. თუმცა, ბუსტერ დოზა არ ტარდება “ასტრაზენეკას” ვაქცინით”, – აცხადებს თამარ გაბუნია.