ოდესის მცხოვრებმა ბებია გაუთავებელი ბუზღუნის გამო მოკლა

   25 წლის ოდესის მაცხოვრებელმა საკუთარი ბებია მოკლა, რის შემდეგაც, გვამის მოშორებისა და კვალის დაფარვის მიზნით, სახლი გადაწვა, – ამის შესახებ ოდესის ოლქის შსს-ს პრესსამსახური იუწყება. როგორც სუვოროვის მილიციის განყოფილების პოდპოლკოვნიკი ნიკოლაი კაშირკირი აცხადებს, 70 წლის გარდაცვლილი მოხუცი ხანძრის ჩაქრობის დროს აღმოაჩინეს. დაღუპულს ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. ექსპერტების დასკვნის მიხედვით, ხანშიშესულ ქალბატონს ყელი სამზარეულოს ნაჯახით გამოსჭრეს და ორივე ხელის მტევნები მოაჭრეს. მილიციაში გაირკვა, რომ მოხუცი ქალბატონი არაერთგზის ნასამართლევ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა, რომელიც მკვლელობის დღეს გაუჩინარდა. მკვლელობაში ეჭვმიტანილზე ძებნა გამოცხადდა და იგი 10 დღის შემდეგ იპოვეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, იგი ოლქის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა. მკვლელი გარკვეული პერიოდი მონასტერშიც იმალებოდა.
„ახალგაზრდა 10 დღის შემდეგ იპოვეს. ბებია მისი ერთადერთი ახლობელი ადამიანი იყო, რადგან მშობლები რამდენიმე წლის წინ დაეღუპა. იგი ოდესაში დაბრუნებისთანავე დააკავეს“, – ამბობს სუვოროვის მილიციის განყოფილების თანამშრომელი სვეტლანა ბელეცკაია.
დაკავებისას ახალგაზრდამ დანაშაული აღიარა და განცხადა, რომ ბებია გაუთავებლად ბუზღუნებდა და მას სამსახურში წასვლას სთხოვდა. ახალგაზრდას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები