ნათია თურნავა: სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც მას კანონით აქვს დაკისრებული

“მიხეილ სააკაშვილი იხდის სასჯელს, რომელიც მას კანონით აქვს დაკისრებული”, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ექსპრეზიდენტზე საუბრისას განაცხადა.

„რაც შეეხება იმას, შიმშილობს თუ არა, ვფიქრობ, რომ ეკონომიკის მინისტრის მიმართ არაადეკვატური კითხვაა. მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შიმშილობს სიღარიბის გამო. საქართველოში, სამწუხაროდ, ჯერ სიღარიბის პრობლემა გვაქვს. თქვენ რომ მეკითხებოდეთ, რას ვაკეთებთ ამისთვის, ბევრ რამეს ვაკეთებთ, რომ შიმშილის პრობლემა ბოლომდე აღმოიფხვრას საქართველოში და არავის უჭირდეს, სიღარიბეს ვებრძოლოთ, მაშინ იქნებოდა სწორი კითხვა, ეს საკითხი კი ნაკლებად მაინტერესებს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები