ცესკო-მ სახალხო დამცველს ღია წერილით მიმართა
ცესკო-ს პრესსპიკერის, ნათია იოსელიანის განცხადებით, ცესკო-მ სახალხო დამცველს, ადგილობრივი საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა.
მისივე თქმით, საკითხი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ეხება.
“ცესკო-მ სახალხო დამცველს და ადგილობრივი საერთაშორისო სადამკვირვებლო და ქალთა უფლებების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებს ღია წერილით მიმართა.
საკითხი კი საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებულ ზეწოლის ფაქტებს ეხება. ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიისა და კომისიის თავმჯდომარის, მირანდა მესხის მიმართ კამპანიურად წარმოებული ცილისწამება, სიძულვილის ენა და შეურაცხყოფაა”,- აღნიშნა იოსელიანმა.