თორნიკე რიჟვაძე: ბათუმს ღირსეულად უჭირავს თავი ამ დიდი ტრაგედიის და ტკივილის ფონზე

,,ამ ტრაგედიამ მართლაც გააერთიანა ჩვენი ქალაქი. ეს არის უპრეცედენტო სოლიდარობის მაგალითი. მე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ დღეების განმავლობაში ჩართული იყო სამაშველო ოპერაციების მიმდინარეობაში , პირველ რიგში მაშველებს,მათი გმირული, თავდაუზოგავი შრომისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებს და პირადად მინისტრს, ასევე, პრემიერ-მინისტრს.

მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო რიგითი ბათუმელების, ბათუმის ტკივილი და ამ ქალაქს, მართლაც ღირსეულად უჭირავს თავი ამ დიდი ტრაგედიის, დიდი ტკივილის ფონზე. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი კიდევ უფრო აამაღლებს თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობას ,

მადლობა ყველა მედიის წარმომადგენელს, , რომელიც ამ დღეების განმავლობაში აქ, ადგილზე აკვირდებოდა და იღებდა მონაწილეობას ამ სამაშველო ოპერაციაში,”- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ პირდაპირ ჩართვაში ისაუბრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები